სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(10.10.2024)
10 ოქტომბერი 2024 წელი
„პატარა მკითხველთა კლუბს“ ბათუმის 35-ე საბავშვო ბაღის 4/5 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელები სტუმრობდნენ
2024 წლის 10 ოქტომბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების „პატარა მკითხველთა კლუბს“ ბათუმის 35-ე საბავშვო ბაღის 4/5 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელები სტუმრობდნენ. ვინაიდან, ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე პატარებს ესაუბრა საბავშვო მწერლის როლზე, წარუდგინა ბიბლიოთეკაში დაცული, სხვადასხვა დროს გამოცებული დედაენა, გოგებაშვილის საბავშვო წიგნები და ესაუბრა მის შემოქმედებაზე. წაუკითხა “წელიწადის ოთხი დრო” და იმსჯელეს მოთხრობის მნიშვნელობასა და შინაარსზე. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ნაწარმოების ირგვლივ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს. პატარა სტუმრებს საბავშვო გამოცემებსა და წიგნის კითხვის აუცილებლობაზე საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე ესაუბრა. ასევე, წარუდგინა სამგანზომილებიანი და ხმოვანი წიგნები.

»»»