ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ღონისძიებათა ციკლი - ქართული საბავშვო წიგნის კვირეული გრძელდება. დღეს ბავშვთა დარბაზმა ბათუმის მეათე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა (მასწავლებელი ქეთევან ნიკოლაიშვილი).
ტრადიციულად, ქართული საბავშვო წიგნის კვირეული იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა, შესაბამისად, საბავშვო მწერლის სამყაროში პატარები მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ამოგზაურა. გააცნო საბავშვო მწერლის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან წიგნზე „დედაენაზე“ და იაკობის საბავშვო ლიტერატურაზე.
განსაკუთრებული მოწონება მოთხრობებმა: ,, ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს” და ,,სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს” დაიმსახურა. იმსჯელეს გმირის დადებით და