სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
15 ივნისი 2026 წელი
ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი საქართველოში გეგა გაბუნია.
ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი საქართველოში გეგა გაბუნია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ ბიბლიოთეკის დირექტორს და გაეცნენ ბიბლითეკის საქმიანობასა და სამომავლო პროექტებს. შეხვედრის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბათუმის ამერიკული

»»»

12 ივნისი 2026 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნატალია ძიძიგურმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ქართულ და

»»»

30 აპრილი 2026 წელი
ბიბლიოთეკარის დღე
30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა! დღეს საქართველოში პროფესიული დღესასწაული აქვთ ადამიანებს, რომლებიც წიგნების სამყაროსა და მკითხველს შორის უხილავ, თუმცა უმნიშვნელოვანეს ხიდს წარმოადგენენ. ბიბლიოთეკარის დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება. ბევრი ბიბლიოთეკარი უკვე ათეული წლებია, რაც დაუღალავად ემსახურება ამ კეთილშობილურ საქმეს. ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მთელი გულით ულოცავს ყველა კოლეგას პროფესიულ დღეს!

»»»

4 მარტი 2026 წელი
თამაზ ჭილაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
5 მარტს, 14:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართება XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელის ქართველი პოეტის, მწერლისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო. თამაზ ჭილაძის ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები ბათუმს უკავშირდება, - ზღვისპირა

»»»

18 თებერვალი 2026 წელი
ახალი წიგნების წარდგენა
ხვალ, 19 თებერვალს, 13 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართება ახალი წიგნების წარდგენა. ღონისძიებას წარუძღვება მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა. წარსადგენ წიგნებს შორისაა, როგორც თანამედროვე ქართველი და უცხოელი

»»»