სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
28 ივლისი 2025 წელი
შეხვედრა ედიშერ ფუტკარაძესთან და მისი ახალი წიგნის — „მუდამ იყავი ადამიანი“ — პრეზენტაცია
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ ედიშერ ფუტკარაძესთან და მისი ახალი წიგნის — „მუდამ იყავი ადამიანი“ — პრეზენტაცია. შეხვედრა წარიმართა კითხვა–პასუხის ფორმატში. ავტორმა მოკრძალებით, მაგრამ გულწრფელად და სიღრმისეულად ისაუბრა ადამიანის ღირსებაზე, პირად გამოცდილებაზე და თანამედროვე ფასეულობებზე. შეხვედრაზე განხილული იყო განათლებისა და ცოდნის როლი საზოგადოების განვითარებაში, ასევე ლიტერატურის მნიშვნელობა აზროვნებისა და ემოციების ჩამოყალიბებაში.

»»»

28 ივნისი 2025 წელი
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან — სითბოსა და ლექსების საღამო ბათუმის ბიბლიოთეკაში 27 ივნისს, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტ ზაურ გერგედასთან შეხვედრა. ღონისძიება წარიმართა თბილ და ინტელექტუალურ გარემოში, სადაც პოეტის შემოქმედება სიტყვად და ემოციად გაცოცხლდა. პოეტის ლექსები ხატოვნად წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს პოეტმა ბელა ქებურიამ, მწერალმა ანზორ კუდბამ, პოეტმა იაშა თანდილავამ, მოქანდაკემ და მხატვარმა თემურ მახარაძემ. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, წიგნების განხილვითა და გულთბილი დიალოგებით. პროექტის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი: პოეტი შორენა დოლიძე (აღაზა მთისშვილი) ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიბლიოთეკის როლს, როგორც სივრცის, რომელიც ხელოვნებას, აზრსა და ადამიანურ კავშირს ემსახურება.

»»»

17 ივნისი 2025 წელი
ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოო ლამაზო“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ კიდევ ერთხელ გახსნა თავისი კარი ახალგაზრდა თაობისთვის — ამჯერად, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოო ლამაზო“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში წიგნიერების, შეგრძნების და

»»»

31 მაისი 2025 წელი
ირინა მელქაძის რომანის „თუთის სურნელი“ წარდგენა
წიგნის პრეზენტაცია და სამაგიდე თამაშების მასტერ-კლასი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში! დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ირინა მელქაძის რომანის „თუთის სურნელი“ ოფიციალურ წარდგენას და სპეციალურ სამაგიდე თამაშის პრეზენტაციას. ავტორმა ისაუბრა რომანის შექმნის პროცესზე და შთაგონების წყაროებზე. - ღონისძიების ძირითადი

»»»

27 მაისი 2025 წელი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია თემაზე: „გზა დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ (1914–1918)“ ლექცია წაიკითხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

»»»