სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
10 აპრილი 2019
"წიგნიერი 2019" იწყება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი "წიგნიერი" წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თიბისის მხარდაჭერით ერთდროულად გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში. კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა. ესენია: ფრედერიკ ბეგბედერის "ექსტაზი: კაიფში დაწერილი ნოველები", რადეკ იონის "Memento" და ზურა ჯიშკარიანის "საღეჭი განთიადები უშაქროდ". კონკურსის მონაწილეებმა ეს სამი ნაწარმოები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი. "წიგნიერის" სამ გამარჯვებულს თიბისი, ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და სხვადასხვა გამომცემლობები დაასაჩუქრებენ. "საბა" მათ ტექსტებს ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2019 წლის 4 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 032 2971618 ან მიწეროთ "წიგნიერის" facebook გვერდს. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 10 აპრილს ერთდორულად ხუთ ქალაქში: თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7); ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1); ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32); ბათუმი – აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ვაჟა–ფშაველას 21); თელავი – მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე მეორის მოედანი 1). კონკურსანტი რეგისტრაციის გავლის დროს თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 23 აპრილს — წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს. მონაწილეთა რეგისტრაცია 17 იანვრიდან დაიწყო.

»»»

19 მარტი 2019
ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“
2019 წლის 19 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“. სამუშაო შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებთან საინტერესო, დატვირთული და პროდუქტიული იყო. მონაწილეებმა ახალი პროგრამებისა და

»»»

7 მარტი 2019
სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ...
2019 წლის 7 მარტს, სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ... დარბაზში შეკრებილი იყო ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალბატონები, რომლებიც უხმაუროდ და ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად აკეთებენ ჩვენი ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან საქმეს - მებაღეები, ექთნები, აგრონომები, სანდასუფთავების თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, მრავალშვილიანი დედები და სხვა პროფესიობის ქალბატონები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ,, ... ჩვენ უკვე" ბათუმის ქალთა კლუბი" აღარ ვართ, უკვე გაზრდილი და გადიდებული საზოგადოება "ქალები ძლიერი რეგიონისთვის" ვართ“. განაცხადა ქალბატონმა თამარ გუდავამ. ყველაზე თბილი მაინც დაჯილდოების ნაწილი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბ-ნმა თორნიკე რიჟვაძემ, პირადად გადასცა სიმბოლური ჯილდოები ქალბატონებს. დაჯილდოებულთა შორის იყო

»»»

22 თებერვალი 2019
სტუმრად ბიბლიოთეკაში
2019 წლის 22 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში სტუმრად, ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს ბიბლიოთეკის პერიოდიკის და სამკითხველო დარბაზები, აბონემენტის განყოფილება და

»»»

13 თებერვალი 2019
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნებისა და მარკების მუზეუმი მოეწყობა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფში წიგნებისა და მარკების მუზეუმი ასევე, პერიოდიკის უძველის ფონდი მოეწყობა. რემონტისთვის ბათუმის მერია დაახლოებით 49 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიბლიოთეკის ადმინისტარციასა და საქართველოს ფოსტას შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის ფარგლებშიც ბიბლიოპთეკას მარკებს გადასცემენ, დანარჩენს კი შეიძენენ. დაგეგმილია კინოსივრცის მოწყობაც. ბიბლიოთეკის მენეჯმენტი ფიქრობს ახალი სივრცის მოწყობის შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველი გაახალგაზრდავდება და იგი საინტერესო გახდება სკოლის მოსწვალეებისთვისაც.

»»»