დისკუსია ახალგაზრდებთან ,,სკოლა და ბიბლიოთეკა“
![დისკუსია ახალგაზრდებთან ,,სკოლა და ბიბლიოთეკა“](text_images/ge_pic_3013_1_s.jpg)
26 თებერვალს, 14:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართება დისკუსია ახალგაზრდებთან ,,სკოლა და ბიბლიოთეკა“ ბათუმის #16 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ამოცანაა, შექმნას ღია სივრცე, სადაც საზოგადოება ისაუბრებს ახალგაზრდებთან. ვიმსჯელებთ წიგნიერების ამაღლების საქმეში არსებულ პრობლემებზე და ერთად შევიმუშავებთ ბიბლიოთეკის საქმიანობის სამომავლო სტრატეგიებს.
მისამართი:ჯავახიშვილის 72.