სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა
"ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა

2015 წლის 30 აპრილს, 15 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა "ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა საქართველოს ბიბლიოთეკართა დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მოამაგეებთან და ერთგულ მკითხველებთან, აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკთა მეთორმეტე კონკურსში დაჯილდოვდნენ:

ხულოს 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი ლიანა ბოლქვაძე, ხულოს კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

შუახევის 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი ჟიგული თურმანიძე, შუახევის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების ბიბლიოთეკარი.

ქედის 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი გულნაზი მახაჭაძე, ქედის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.

ხელვაჩაურის 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი ნანა დიდმანიძე, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების სპეციალისტი.

ქობულეთის 2014 წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი ნაირა მჟავანაძე, ქობულეთის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების სპეციალისტი.

შემოქმედი ბიბლიოთეკარი მანანა სულაბერიძე,  ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კულტურული პროგრამების და სამკითხველო დარბაზებით მომსახურების განყოფილების წამყვანი ბიბლიოთეკარი.

გულისხმიერი ბიბლიოთეკარი ჟუჟუნა მამუჭაძე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი.

აქტიური ბიბლიოთეკარი მზევინარ ჯიჯავაძე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი ბიბლიოთეკარი.

პუნქტუალური ბიბლიოთეკარი ეკატერინე წუწუნავა, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების განყოფილების წამყვანი ბიბლიოთეკარი.

მკითხველთა სიმპათია ლიმერი ბჟალავა, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის რეგისტრატურის წამყვანი ბიბლიოთეკარი.

გამარჯვებულებს გადაეცათ  ბიბლიოთეკის სიგელი, ყვავილის თაიგული და ფასიანი საჩუქრები.

ბიბლიოთეკის ყველა ბიბლიოთეკარი დასაჩუქრდა ყვავილის თაიგულით და ფულადი პრემიით.

 

                              

 


«««