გასვლითი შეხვედრა სკოლა ,,გორდაში''
2015 წლის 29 აპრილს, ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხის" კოორდინატორი სალომე ჟორჟიკაშვილი და მოხალისე სტუდენტი ქრისტინა კუცია მიწვეულნი იყვნენ ბათუმის საერო ელიტარული სკოლა "გორდას" მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვერა გაცნობით ხასიათს ატარებდა, ჩატარდა სახალისო აქტივობები. პროგრამაში მონაწილეობდნენ ქალაქ ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა მუნიციპალური სკოლისა და "გორდა-ს" მოსწავლეები.