სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლიტერატურული საღამო – "გი დე მოპასანი - უდიდესი ნოველისტი"
ლიტერატურული საღამო – "გი დე მოპასანი - უდიდესი ნოველისტი"
"გი დე მოპასანი - უდიდესი ნოველისტი" - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ბათუმელმა მთარგმნელმა და ჟურნალისტმა, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატმა, ქართული კულტურის დესპანმა, ნანა ახალაძემ უმასპინძლა. 
 
ქალბატონმა ნანამ საინტერესოდ წარადგინა დიდი ფრანგი მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება, ისაუბრა იმ მოტივაციების შესახებ, რამაც მას შთააგონა მოპასანის არა მარტო ნოველების, არამედ ესეების თარგმნა. 
 
ქართველი მკითხველი გი დე მოპასანის შემოქმედებას 19-ე საუკუნიდან რამდენიმე მთარგმნელის საშუალებით იცნობს, ნანა ახალაძემ კი ლიტერატურის თანამედროვე მოყვარულები თავისი თარგმანებით კიდევ უფრო გაანებივრა და დიდი მწერლის ნოველები მშობლიურ ენაზე შესთავაზა. 
 
ცნობილი ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის ნოველები განსხვავებულად გადმოსცემს იმდროინდელი საფრანგეთის ცხოვრებას, მას კალმის ერთი მოსმით შეუდარებელი სიზუსტით შეეძლო დაეხატა ადამიანის პორტრეტი. 
 
 მოპასანი  43 წლის ასაკში გარდაიცვალა... როგორც თავად გი დე მოპასანი წერდა, მსოფლიო მწერლობაში იგი მეტეორივით შემოიჭრა და მისი წასვლა მეხის გავარდნის ტოლფასი იყო...

«««