სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საჯარო ლექცია ,,ევროპული იდეა: მშვიდობა და განვითარება თაობებისთვის“ და წიგნის ,,ევროპული ერთობა" წარდგენა
საჯარო ლექცია  ,,ევროპული იდეა: მშვიდობა და განვითარება თაობებისთვის“ და წიგნის ,,ევროპული ერთობა" წარდგენა
24  მაისს, 14:00 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია ,,ევროპული იდეა: მშვიდობა და განვითარება თაობებისთვის“ და წიგნის ,,ევროპული ერთობა" წარდგენა.  სპიკერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ლაშა ბაჟუნაიშვილი .
 
სახელმძღვანელო მომზადდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ევროპული კვლევების ცენტრში მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად. წიგნში წარმოდგენილია ევროპის გაერთიანების გზით მარადიული მშვიდობის მიღწევის, როგორც იდეები ისე კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, ზეეროვნულ პრინციპზე დაფუძნებული ინტეგრაციული პროცესების ჩამოყალიბება და განვითარება დასავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც მიუხედავად ცივი ომის პირობებში არსებობისა, კონტინენტს ჭეშმარიტი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება მოუტანა.

«««