სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბიბლიოთეკის კვირეული 2022
ბიბლიოთეკის კვირეული 2022
„მიწა რაა, ამოხეთქვა ქვიდანაც და სიცოცხლის მადლის ამოტანა“ - ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდში დაცული თემატურ-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა გაიმართა.
შეხვედრას ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები და ბიბლიოთეკარები დაესწრნენ. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ ისაუბრა ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებაში გაზაფხულის სიმბოლურ დატვირთვაზე.
წაიკითხეს ანა კალანდაძის, ფრიდონ ხალვაშის, შოთა ნიშნიანიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, მარიამ წიკლაურს... ლექსები და ამონარიდები, რომლებიც სხვადასხვა დროს შემოქმედებმა გაზაფხულს მიუძღვნეს.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

«««