სტუმრები ბიბლიოთეკაში
ბიბლიოთეკის ძირითად კორპუსში ჩატარდა მასტერკლასი - გზა, რომელსაც გაივლის წიგნი ბიბლიოთეკაში შემოსვლის შემდეგ: წიგნის აღრიცხვა, დამუშავება, გაცემა, დაზიანებული წიგნის რესტავრაცია, დაცვა.
-----------
ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები: ეთერი კონცელიძე და ხათუნა მართალიშვილი, რომლებმაც ბავშვებთან ერთად გაიარეს გზა, რომელსაც გაივლის წიგნი ბიბლიოთეკაში შემოსვლის შემდეგ.
შეხვედრა ინტერაქტიური იყო, სტუმრებმა კითხვებზე საინტერესო პასუხები მოისმინეს. განსაკუთრებული ხალისით თავადაც ჩაერთვენ წიგნების რესტავრაციის პროცესში. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა.