სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიება ჩაატარდა
ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიება ჩაატარდა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზის ბიბლიოთეკარებმა ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიება ჩაატარეს. მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად გოდერძი ჩოხელის გამორჩეული მოთხრობა „ხარისა და გუთნის მადლითა“ განიხილა.
 
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მოთხრობის დედააზრზე, წარსულისა და თანამედროვეობის ჭიდილსა და მომავლის რწმენაზე. რაც შეეხება მოთხრობას, იგი მოგვითხრობს ქართველი კაცის, გუთნის-დედისა და მეგუთნის როლზე შორეული წარსულიდან დღემდე. ღვიძლი ძმებივით შეიყვარეს ერთმანეთი. საუკუნეების მანძილზე ერთად მოდიოდა კაცი და ხარი. ხნავდნენ, თესდნენ და აშენებდნენ სოფლებსა და ქალაქებს, ვიდრე ტრაქტორი არ შემოიჭრა ქვეყნის ცხოვრებაში. ხარი იძულებული გახდა გადამდგარიყო. გადადგა მშვიდად, ცრემლიანი თვალებით. წავიდა და ჩვენს სულში ღრმა კვალი დატოვა სიკეთის, მოთმინების, გაუტეხლობის და სათნოების, მოგონებები ხის გუთნებზე და გუთნისდედებზე. დაგვიტოვა სიმღერები: „ურმული“, „გუთნური“... დაგვიტოვა საკუთარ ცრემლებზე ამოსული ყვავილი „ხარისთვალა“ და განცდა იმისა, რომ დღემდე მოვედით მაღალი ღმერთის მადლითა, ცისა და მიწის მადლითა, ხარისა და გუთნის მადლითა.
 
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის პიროვნებასა და ნაწარმოებებზე, დაისვა უამრავი შეკითხვა მისი შემოქმედებიდან, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორმა ნანა კვაჭაძემ დეტალურად უპასუხა და აღნიშნა, რომ გოდერძი ჩოხელის მოთხრობები ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულია და მისი სიღრმისეულად წაკითხვა და გააზრება მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

«««