2011 წლის 27 ივნისს, 17 საათზე ბიბილიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ბათუმში მოღვაწე ხელოვან ოჯახებთან. შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ და მოწვეულ სტუმრებს მიართვა თაიგულები. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ მუსიკოსები: მურმან მახარაძე ოჯახით, ზაირა და გელა ვადაჭკორიები, ნათელა და ნონა გვაძაბიები, თამაზ ბეჟანიძე ოჯახით, მანანა გაბაიძე ოჯახით; მხატვრები: სიმონ ართმელაძე ოჯახით, გურამ ფუტკარაძე ოჯახით, თემურ მახარაძე ოჯახით, ბესო ბესელია ოჯახით: მსახიობი თამარ სულხანიშვილი ოჯახით, ქორეოგრაფები მამა-შვილი ზურაბ და მირანდა ბაღდადიშვილები და სხვები. შეხვედრამ ძალიან ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.
ღონისძიება მიყავდა მანანა სულაბერიძეს.