,,ბიბლიოთეკის კვირეულის" დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
2011 წლის 27 აპრილს, 15 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ,,ბიბლიოთეკის კვირეულის" გახსნა და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ სიორიძის წიგნის ,,ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან" წარდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ ბიბლიოთეკის სახელით მალხაზ სიორიძეს საჩუქრად გადასცა ავტოკალამის კომპლექტი. დასასრულ, მალხაზ სიორიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.