დედა ენის დღისადმი მიძღვნილი დიალოგი ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“
2010 წლის 14 აპრილს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი დიალოგი ,,რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“. შეკრებილმა საზოგადოებამ ისაუბრა ქართული ენის მნიშვნელობაზე, მისი სიწმინდის დაცვაზე და ამასთან დაკავშირებულ სადღეისო პრობლემებზე. დიალოგში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, პოეტები, საზოგადოების წარმომადგენლები.