სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,პოეზია - უპირველეს ყოვლისა“
პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,პოეზია - უპირველეს ყოვლისა“

2012 წლის 29 ოქტომბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკის ძირითად კორპუსში გაიმართა პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,პოეზია - უპირველეს ყოვლისა“, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტური ნიჭის ადამიანები, ვისი ლექსებიც არ არის ცნობილი საზოგადოებისათვის. 

საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა ნინო დავითაშვილმა და სოფო ღლონტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა უჩა ოქროპირიძემ, მხატვარმა მზია ვახტანგაძემ, პედაგოგმა მაყვალა დავლაძემ, ქედის საჯარო  სკოლის მასწავლებელმა ნათელა დუმბაძემ, ხულოს მკვიდრმა ზვიად აბულაძემ.

ღონისძიების წამყვანმა მანანა სულაბერიძემ საზოგადოებას წარუდგინა მამის, აჭარის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, აწ გარდაცვლილი პეტრე სულაბერიძის ლექსები, ასევე, წაიკითხა ყოფილი ბიბლიოთეკარის, ამჟამად დედათა მონასტრის მორჩილის მარიამ ნიშნიანიძის ლექსები.

საღამომ ძალიან შინაარსიანად და ემოციურად ჩაიარა.


«««