პატარა მკითხველთა კლუბი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების “პატარა მკითხველთა კლუბს” ბათუმის #35 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ.
განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ პატარებს ბიბლიოთეკაში პირველი სტუმრობა მიულოცა და გააცნო ბავშვთა დარბაზის ფერადი წიგნადი ფონდი.
ბიბლიოთეკის სტუმრებს მთავრმა მასპინძელმა ლელა სურმანიძემ ტოპო-ტიპის სერიიდან “მოგზაურობა” წაუკითხა, მოთხრობის გმირის საზაფხულო არდადეგების თავგადასავალი განსაკუთრების მხიარული და საინტერესო აღმოჩნდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის. ასევე გააცნო ხმოვანი წინგი “ოკეანე”, სადაც ოკეანესა და მისი ბინადრების შესახებ საინტერესო ამბებია აღწერილი.
დასასრულს პატარებმა საყვარელი ლექსები წაიკითხეს და საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს