№10 საჯარო სკოლის სტუმრობა კლუბ "საზღაპრეთში"
2011 წლის 21 სექტემბერს, 12 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა მე-10 საჯარო სკოლის I4 კლასის მოსწავლეების საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთში’’ სტუმრობა. აქ მათ კეთილმა მეზღაპრე ,,ინგულამ’’ უმასპინძლა. პატარებმა მიიღეს მილოცვა და მკითხველის ბარათები, მოისმინეს ბიბლიოთეკის სარგებლობის შესახებ, გაეცნენ ახალ წიგნებს, რათა სურვილი გაუჩნდეთ კვლავ ეწვიონ ბიბლიოთეკას. პატარები ხალისიანად დაემშვიდობნენ ქ-ნ ინგას და დაჰპირდნენ რომ ისინი ბიბლიოთეკის აქტივისტები გახდებიან.