№21 საბავშვო ბაღის სტუმრობა კლუბ "საზღაპრეთში"
2011 წლის 18 მაისს, 14 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ "საზღაპრეთს" ხალისით ეწვივნენ №21 საბავშვო ბაღის 4-5 წლიანი ჯგუფის აღსაზრდელები სადაც მოისმინეს მეზღაპრის, ამავე განყოფილების უფროსის ინგა გოგიბერიძის მიერ წაკითხული ორი ზღაპარი.
1. გოდფრეი, ჯ. -ვინ შექმნა მშვენიერი დედა
2. რწყილი და ჭიანჭველა
პატარებმა იხალისეს, გაიგეს ბევრი საინტერესო მათთვის ახალი სიტყვა, სარწმუნოებისა და რელიგიის თემას შეეხო მეზღაპრე და პატარებს აუხსნა თუ ვინ შექმნა მშვენიერი სამყარო.