2011 წლის 23 თებერვალს, 14 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კლუბ "საზღაპრეთში" ჩატარდა ახალი სამგანზომილებიანი წიგნების პრეზენტაცია. კლუბ ,,საზღაპრეთში’’ ჩატარებულ ღონისძიებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხალისითა და სიხარულით შეხვდნენ. მეზღაპრე ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს სამი ახალი სამგანზომილებიანი წიგნი წარუდგინა: 1. ,,მხიარული ბაჭია’’. 2. ,,თვალები, ყურები, ცხვირი და კუდი’’. 3. ,,ფერიების სასახლე’’. მეზღაპრე ,,ინგულამ’’ წაუკითხა ზღაპარი ,,ფერმაში’’. გააცნო სიტყვა ფერმის მნიშვნელობას და მხიარული ცხოველების შესახებ უამბო. პატარებმა ისწავლეს ახალი სიტყვა ,,ბიბლიოთეკა’’. ისწავლეს მისი მნიშვნელობა და დანიშნულება, კეთილ მეზღაპრეს დაპირება მისცეს, რომ ისინი ამ ბიბლიოთეკის და კლუბ ,,საზღაპრეთის’’აქტიური წევრები გახდებოდნენ.