2012 წლის 29 თებერვალს, 12 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ,,საზღაპრეთი’’ ,,დედის დღისადმი’’ მიძღვნილი ღონისძიებისათვის საგანგებოდ მოემზადა. დღეს ისინი საერო ელიტარული სკოლის მე-2 კლასელებს მასპინძლობენ. სტუმრებს განყოფილების უფროსმა ინგა გოგობერიძემ უმასპინძლა, დაათვალიერებინა სამკითხველო დარბაზები და გააცნო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები. ბავშვთა დარბაზში პატარებს სიურპრიზი დახვდათ. მეზღაპრემ მათ ოტია იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრებიდან’’ ,,დედის ზღაპარი’’ და საბავშვო მწერლების დედისადმი მიძღვნილი ლექსები წაუკითხა. ღონისძიების დასასრულს საჩუქრად წიგნის სანიშნეები და კონვერტები გადაეცათ. ბავშვებმა საბიბლიოთეკო დავალებად მიიღეს ,,წერილი დედას’’.