სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“
ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“

23 მაისს ჩატარდა დისტანციური შეხვედრა ლიტერატურული კლუბის ,,შენი სივრცე’’ -ის წევრებთან, განიხილეს საინტერესო მწერლის ო’ ჰენრის უკანასკნელი ფოთოლი. ამბობენ უიმედოდ დარჩენილი ადამიანი, მარტობისთვისაა განწირილი, მარტობა კი დამღუპველია. ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს გვერდით, ის ვინც ცხოვრების ყველაზე რთულ და ბნელ პერიოდს გაუფერადებს. როცა სევდა ძლიერ შემოგაწვებათ, სწორედ ასეთ დროს უნდა გადმოიღო ო’ჰენრის წიგნი თაროდან, გადაშალოთ და კიდევ ერთხელ წაიკითხოთ სულ სამიოდე ფურცელზე დაწერილი ულამაზესი და სევდიანი ამბავი სიუს და ჯონსის – ორი მეგობარი გოგონას შესახებ; გაიხსენოთ, როგორ აიჩემა ავადმყოფმა ჯონსიმ, რომ მისი სიცოცხლე მაინცდამაინც სუროს იმ უკანასკნელ ფოთოლს უნდა გაჰყოლოდა, მათი ფანჯრიდან რომ მოჩანდა, აგურის კედელზე აკრული. აუცილებლად უნდა წარმოიდგინო პატარა და ღარიბული ოთახი, საწოლს მიჯაჭვული ჯონსი და ღვარძლიანი მოხუცი მხატვარი ბერმანი, მთელი ცხოვრება შედევრის შექმნაზე რომ ოცნებობდა... და შექმნა კიდეც. მართალია, სიცოცხლის ფასად დაუჯდა, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია – ოცნებაც აისრულა და სიუც გადაარჩინა, ხოლო ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ყველააზე ბოლოს კვდება იმედი… შეიძლება, არც კვდება საერთოდ და უსასოდ დარჩენილ ადამიანებს ხან საიდან აშველებს ხელს, ხან – საიდან. იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა და კიდევ – იმ უკანასკნელი ფოთლის კედელზე დამხატველი გყოლოდეთ გვერდით ყოველთვის.


«««