ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“

2020 წლის 23 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“ მომდევნო შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის მოთხრობა -„ჭერი ასწიეთ დურგლებო” განიხილეს. ნაწარმოები პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.