ხატვის შემსწავლელი წრე

2020 წლის 19 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ხატვის შემსწავლელი წრის პირველი შეხვედრა ჩატარდა.
მხატვარი ელგუჯა ხაზარაძე ხატვით დაინტერესებულ მოზარდებს, სახვითი ხელოვნების ძირითად პრინციპებსა და გამომსახველობით ტექნიკაზე ესაუბრა. პირველი გაკვეთილის პრაქტიკული დავალება შტრიხის, ტონალობისა და გრადაციის შესრულება იყო.
ხატვის წრე წინასწარ დარეგისტრირებული მოზარდებისათვის უფასოა.