სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2020 წლის 19 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთს” კერძო ბაღის “მადაგასკარის” აღსაზრდელები ეწვივნენ .
 
ჯგუფების “მზიანეთისა” და “ანბანელას” წევრებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა და ბიბლიოთეკაში პირველი სტუმრობა მიულოცა.
 
პატარებს ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ თამარ ფხაკაძის “ანბანთქებიდან” ლექსები წაუკითხა, რომელიც ბავშვებს სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს ასწავლის. ასევე გააცნო პატარა ონავარი თაგუნიას თავგადასავალი წიგნიდან “ტოპო-ტიპი გააბრაზეს”.
 
 პატარა სტუმრებმა ბავშვთა დარბაზის ხელნაკეთი წიგნადი ფონდიც დაათვალერეს, სადაც 100-მდე წიგნი ინახება. მოისმინეს პატარა მხიარული მატლის ისტორია ლუკა გოგეშვილის ხელით დამზადებული წიგნიდან “ბუკის მოგზაურობა”. ასევე დაინტერესდნენ ბიბლიოთეკაში არსებული სამგანზომილებიანი წიგნებით.
 
 ბიბლიოთეკაში სტუმრობისას პატარები მკითველებად ​დარეგისტრირდნენ და საჩუქრად მკითხველის ბარათები მიიღეს.

«««