2019 წლის 30 იანვარს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებამ ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც აჭარის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, კულტურული გარემოს შექმნას, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნასა და ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
კომპიუტერული ცენტრის კინო-კლუბში პროექტის „ქართული ანიმაციური ფილმების პოპულარიზაციის“ ფარგლებში, დღეს, ბათუმის მეოცე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ლილი აბუსერიძე) სტუდია “ქართულის ფილმის” 1985 წელს გადაღებული მულტფილმი “წვიმად გადავიქეცი” და გამომცემლობა “პატილიტრა L” მიერ ამავე ანიმაციის გათანამედროვებული ვერსია ნახეს.
მდიდარი ქართული ნახატი ფილმების ისტორიის შესახებ პატარებს პროექტის ხელმძღვანელი ესაუბრა. გარდა ამისა, ეკატერინე დავითაძემ პატარა მაყურებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა - როგორ იქმნებოდა ქართული ანიმაცია გასულ საუკუნეში და რა ტექნოლოგიებს იყენებენ ამჟამად თანამედროვე მულტფილმის დამზადებისთვის.
მეოცე საუკუნის ქართული კინო და სამუსიკო ხელოვნების კორიფეების შესახებ სპეციალურად მოსწავლეებისთვის მომზადდა პრეზენტაცია, რომელის საშუალებითაც გაიგეს ვინ დგას კონკრეტული ანიმაციის (“წვიმად გადავიქეცი”) უკან - ვინ დაწერა და რას არის სცენარი, რა როლი აქვს ფილმის შექმნისას რეჟისორს, ასევე ვინ არის კომპოზიტორი და სხვა.
ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, სადაც მოსწავლეებმა “თოვლის გუნდას” პირველადი და თანამედროვე ვერსიის შინაარსსა და განსხვავებებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
პროქტის ფარგლებში, გასულ საუკუნეში შექმნილი ქართული ნახატი ფილმების ჩვენება თვეში ერთხელ გაიმართება. თუმცა, მულტფილმების მოყვარულ პატარებს კომპიუტერული ცენტრი ყოველ დღე უმასპინძლებს და სტუდია “ქართული ფილმის” მიერ გადაღებულ ანიმაციურ ფილმებს გაუწევს პოპულარიზაციას.