შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
![შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“](text_images/ge_pic_2339_1_s.jpg)
2019 წლის 22 დეკემბერს, ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“ წლის ბოლო შეხვედრა შედგა. განიხილეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „შობის წინა ღამე ტყეში”; ეს მცირე მოთხრობა საკმარისია იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნო ის სითბო და სიხარული რაც შობის დღესასწაულს მოაქვს.
ლიტერატურული კლუბი „შენი სივრცე“ შეხვედრებს ახალი წლის შემდგომ, სწავლის დაწყებასთან ერთად განაახლებს.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!