სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
 2017 წლის 4 დეკემბერს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთში” აქტიურ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა.
 მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს ვასო გულეურის ზღაპარი “თოვლის შვილიშვილი” წაუკითხა, რომელიც ფუმფულა, მხიარულ, ცოტა ბუზღუნა, ცოტათი სევდიან, მაგრამ ყველაზე საყვარელი თოვლის გუნდას თავგადასავალს მოგვითხრობს. ასევე, ესაუბრა სხვადასხვა ცნობილი ქართული ზღაპრის გმირებისა და პატარებისთვის საყვარელი სანტას ლეგენდის შესახებ.
 ბიბლიოთეკის სტუმრებმა ზამთრის თემატიკაზე ნახატებიც შეასრულეს, რომელიც კლუბ “საზღაპრეთს” საჩუქრად დაუტოვეს.

«««