სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კინო-კლუბი „ფილმების საღამოები“
კინო-კლუბი „ფილმების საღამოები“
2018 წლის 30 ნოემბერს, 14 საათზე, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, კომპიუტერულ ცენტრში არსებულ კინო-კლუბში ,,ფილმების საღამოები’’, ნაჩვენები იყო დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმი - „ხომლის მთის საიდუმლო“
ლეჩხუმი, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, ცხენისწყლისა და რიონის შუა წელზე მდებარეობს. ლეჩხუმის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე აღმართულია ხვამლის მთა , რომელიც ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვამლის არის მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ,,ნიკეს’’ მე-9 კლასის მოსწავლეები. „ხომლის მთის საიდუმლო“-მ ბავშვებში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

«««