სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2018 წლის 7 ნოემბერს, 16 საათზე ქალაქ ბათუმის აკაკი წერთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეში“ ჩატარდა შეხვედრა ქ. ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებთან.(დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი) საბავშვო დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს მიულოცა შემოდგომისა და ქრიზანთემების დღესასწაული. წაუკითხა გიორგი შატბერაშვილის ,,ხილთა ქება“. ესაუბრა ხვავ-ბარაქიან შემოდგომაზე და იმაზე თუ რატომ ცვივა ხეებს ფოთლები. ნატალია ნადირაშვილის გამოცანებმა კი გაახალისა პატარები, რომლებიც პასუხების გამოცნობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. 
განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ ბავშვებს წიგნის კითხვის აუცილებლობაზე ესაუბრა. წამყვანი ბიბლიოთეკარი ნანა ბერიძე კი მათ ხატვაში დაეხმარა. პატარებმა დახატეს ოქროსფერი შემოდგომა და ქრიზანთემების თაუგული.
ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 
დღეს ბიბლიოთეკამ 25 ახალი მკითხველი შეიძინა.
 
 
 
 

«««