სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კითხვის დრო ინგასთან ერთად
კითხვის დრო ინგასთან ერთად

2018 წლის 7 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, პროექტ - „კითხვის დრო ინგასთან ერთად“, სტუმრად მოწვეული იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ინგა შამილიშვილი. პროექტში მონაწილეობდნენ: ბათუმის კერძო სკოლა - ,,შპს განათლება’’- მე-5 კლასის, ,,ქართული სკოლა“ მე-6 კლასის და მეათე საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.
პატარებს, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული’’ ქალბატონმა ინგა შამილიშვილმა და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ წაუკითხეს. მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და წაკითხული ტექსტიდან გამომდინარე ბავშვური ენით ლამაზად და საინტერესოდ გადმოსცემდნენ საკუათარ აზრს. იმსჯელეს დიდებისა და პატარების ურთიერთობებზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ბუნებისა და სამყაროს სიყვარულზე. შეხვედრამ ლამაზ და საინტერესო გარემოში ჩაიარა. ქალბატონმა ინგამ საკუთარი ბავშვური ემოციები გაიხსენა და ბავშვებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ კიდევ უფრო კარგები და კეთილები გახდებიან.
შეხვედრის დასასრულს, სსიპ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიული თეატრის სახატვრო ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხაიძემ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს პატარა უფლისწულის თოჯინა-მარიონეტი გადასცა საჩუქრად. დიდი მადლობა მათ ორიგინალური საჩუქრისთვის და მხარდაჭერისთვის!!!
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა განაგრძობს საინტერესო და საპატიო სტუმრებთან ერთად შეხვედრებს და აქტივობებს!!!
#იკითხეთსაინტერესოდასასარგებლო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად!!!

 

 


«««