სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „ბაბუაწვერას“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „ბაბუაწვერას“ წევრთა შეხვედრა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებულ, შემეცნებით კლუბ "ბაბუაწვერას" მორიგი საინტერესო შეხვედრა, 2018 წლის 3 ნოემბერს ჩატარდა. ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობაზე "ეშმაკის ქვა" და სიუჟეტში განვითარებული მოვლენების თანამედროვე პარალელებზე.
შემდეგი შეხვედრა 2018 წლის 10 ნოემბერს 16 საათზე შედგება. შეხვედრის თემატიკა მწერალ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და მისი ეკრანიზაცია, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი "გაღმა ნაპირი" იქნება.
გელით თითოეულ დაინტერესებულ ახალგაზრდას, კლუბ "ბაბუაწვერას" კარი ღიაა ყველასთვის... #შემოგვიერთდით!

«««