სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2017 წლის 4 ოქტომბერს, 12 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში კლუბ ,,საზღაპრეთში“ ჩატარდა შეხვედრა მე-4 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებთან (პედაგოგი ნატალია კეჭეხმაძე) ისინი პირველად ეწვივნენ ბიბლიოთეკას, სადაც მინი-სპექტაკლი ,,წითელქუდა“ წარმოადგინეს ბიბლიოთეკარების წინაშე. განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ, პატარებს მიულოცა ახალი ეტაპის დაწყება მათ ცხოვრებაში და უსურვა წარმატებული სასწავლო წელი. შემდეგ ესაუბრა ბიბლიოთეკის როლზე და გააცნო კოტე იანტბელიძის წიგნი ,,კომბლე და საათი“, ამავე ავტორის ,,მოძრავი ციფრები“, ასევე აუხსნა კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას როგორ შეუძლია თამაშ-თამაშით შეასწავლოს მათემატიკა და სხვა საგნები. დასასრულს კი გასართობად ქართული ხალხური ზღაპარი ,,ნაცარქექია“ წაუკითხა. 
პირველკლასელები ბიბლიოთეკაში გაწევრიანდნენ.  კლუბმა ,,საზღაპრეთმა“ კი ისინი  სამახსოვროდ წიგნის სანიშნეებით დაასაჩუქრა.
 

«««