სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბში - „აისი“
შეხვედრა კლუბში - „აისი“

2017 წლის 7 ივნისს, ქედის რაიონის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლებთან ჩატარდა დიალოგი-წიგნი,ავტორი,მკითხველი. (შეხვედრები კლუბში - „აისი“-ს ეგიდით) ..... პროექტის ხემლძღვანელმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს წარუდგინა თანამედროვე მწერლების ახალგამოცემული წიგნები, მიმოიხილა ლადო სეიდიშვილის და გენრიეტა ქუთათელაძის შემოქმედება....... ესაუბრა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა და საკუთარი შემოქმედებაც გააცნო . მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ და სამომავლოდ სურვილი გამოთქვეს ხშირად ჩატარდეს ასეთი შეხვედრები. პოეტმა მაყვალა დავლაძემ საკუთარი ლექსები წაიკითხა და პროექტის #წიგნიავტორიმკითხველი განვლილი გზის შესახებ ესაუბრა მოსწავლეებს. სკოლის დირექტორმა ზეინაბ ბერიძემ სურვილი გამოთქვა 30 ივნისს საჯარო ბიბლიოთეკაში დაესწრონ პოეტ ნატა ვარადას ახალი წიგნის წარდგენას.
დასასრულს, პროექტის #წიგნიავტორიმკითხველი-ს ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკას 168.00 ლარის ღირებულების 37 ეგზემპლიარი წიგნი გადაეცა საჩუქრად.


«««