სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთი“-ს გასვლითი ღონისძიება
კლუბ „საზღაპრეთი“-ს გასვლითი ღონისძიება

2017 წლის 7 ივნისს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბმა „საზღაპრეთი“ ჩაატარა გასვლითი შეხვედრა. კლუბ ,,საზღაპრეთი“ სტუმრად ქედის რაიონის ქვედა მახუნცეთის საჯარო ბაგა-ბაღს (ხელმძღვანელი მანონი სურმანიძე) ეწვია. განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ პატარებს ერთი დაუვიწყარი, ლამაზი დღე აჩუქა, წაუკითხა კოტე იანტბელიძის ,,მოძრავი ციფრები“, რის დახმარებითაც შეამოწმა სკოლამდელი ასაკის ბავშვების ცოდნა, და სასიამოვნოდ გაკვირვებულიც დარჩა მათი აქტიურობით. წარმოუდგინა ამავე ავტორის ,,ჩემი პირველი თეატრი“-დან ,,კონკია“, რომელიც პატარა თანაწამყვან ბაღის აღსაზრდელთან, ნუცასთან ერთად ხალისიანად წაიკითხა. მათთან ერთად იმღერა და იცეკვა კიდეც, აღფრთოვანებული გოგო-ბიჭები თვალს არ აცილებდნენ მეზღაპრე ,,ინგულას“ და მასთან ერთად ერთობოდნენ. მათ გასართობად თავს არ ზოგავდნენ პოეტი მაყვალა დავლაძე და მთავარი ბიბლიოთეკარი თინა ცენტერაძე და ლელა სურმანიძე, რომლებიც წიგნის ,,გამოიცანი ვინა ვარ“ დახმარებით ნიღბებს ირგებდნენ და ბავშვებთან ერთად ერთობოდნენ.
ეს დღე მართლაც ზღაპრული იყო ...


«««