სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2017 წლის 14 მარტს, ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა ,,საზღაპრეთში“ კერძო  სკოლა ,,იუჯი“-ის პირველი კლასის მოსწავლეებთან (კლასის ხელმძღვანელი ლალი მიქიაშვილი, პედაგოგი ფატი გულიაშვილი) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს ლია აბრამიშვილის მოთხრობა ,,გაზაფხულის ყვავილები“ წაუკითხა, ესაუბრა წელიწადის ულამაზეს დროზე-გაზაფხულზე. პატარებს აუხსნა თუ რამდენი  სახის და განზომილების წიგნები არსებობს. მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე კი მათ ბიბლიოთეკით სარგებლობაზე და წიგნის დანიშნულებაზე ესაუბრა. დასასრულს, მე-4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი, ,,საზღაპრეთის“ ყველაზე აქტიური და საპატიო სტუმარი ნატალია კეჭეხმაძე გვეწვია საგაზაფხულო სიურპრიზით - გაზაფხულის ყვავილები იები, ფურისულები და ჩიტის ბუდე მოგვართვა.
შეხვედრით კმაყოფილმა პატარებმა ხატვის სურვილი გამოთქვეს და გაზაფხულის პეიზაჟი დახატეს საჩუქრად საზღაპრეთისათვის...
,,საზღაპრეთმა“ კიდევ ერთი ზღაპრული დღე აჩუქა პატარებს.
 

«««