სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2017 წლის 22 თებერვალს, 12 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში კლუბ ,,საზღაპრეთში“ ჩატარდა შეხვედრა კერძო სკოლა ,,ნიკეს“ მე-3 კლასის მოსწავლეებთან (ხელმძღვანელი სოფო ვერძაძე) განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“, ,,გაიცანი ჭრიჭინა“ და ,,ტყე“ წაუკითხა. ბევრი სახალისო კითხვებიც დაუსვა და ქართული სამოსის შესახებ (ბავშვებს განსაკუთრებით ნაბადი დააინტერესათ..) ესაუბრა.
დასასრულს, წაკითხული მოთხრობის პერსონჟებიც დახატეს და საბავშვო დარბაზში ნახატების გამოფენაც მოეწყო. ,,საზღაპრეთმა,“ როგორც ყოველთვის ეხლაც, ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე აჩუქა პატარებს.
 

«««