სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბი ,,საზღაპრეთი’’
კლუბი ,,საზღაპრეთი’’

2016 წლის 8 ივნისს ბიბლიოთეკის ''საბავშვო ახალგაზრდობის''  განყოფილებაში,  კლუბ ,,საზღაპრეთში’’ შეხვედრა ორ ეტაპად  ჩატარდა: პირველი სტუმრები მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მათ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაუკითხა, მათ შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა და სულხანისეული შეგონებებიც განიხილეს. ქალბატონი ინგასაგან საინტერესო დარიგებებიც მიიღეს და კმაყოფილები დაიშალენ.

მეორე სტუმარი 7 წლის ირაკლი ბერიძე იყო, ძალიან საინტერესო და ორიგინალური პატარა,ის ,,საზღაპრეთს’’ ფანდურით ესტუმრა, ცნობილ მეზღაპრე ,,ინგულას’’ გასაცნობად. საინტერესო ზღაპარიც მოისმინა და ისეთი სალაღობო და პატრიოტული სიმღერები შეასრულა ბიბლიოთეკის თანამშრომლები და პატარა ლუკა აღფრთოვანებული დატოვა. არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა მათთვის იმის გაგებაც, რომ მომღერალი ბიჭუნა დიდი სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავალი აღმოჩნდა და მან მისი ბაბუის ისტორიაც კი მოგვიყვა.

ორიგინალურ ,,საზღაპრეთის’’ სტუმარს განყოფილების უფროსმა სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის ბარათი გადასცა.


«««