სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2016 წლის 11 მაისს, ბიბლიოთეკის „საბავშვო-ახალგაზრდობის“ განყოფილების კლუბმა „საზღაპრეთმა“ შეხვედრა ორ ეტაპად ჩაატარა. პირველი სტუმრები მე-4 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები იყვნენ. უჩვეულოდ და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ პეპი გრძელწინდას ფორმებში. მათ ასეთ მოქმედებას ერთი ძალიან სასიხარულო მიზეზი ჰქონდა, ისინი მისალოცად ეწვივნენ მათ საყვარელ ინგულა მეზღაპრეს, რომელიც წარდგენილია ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. საყვარელმა მეზღაპრემ მადლიერება გამოთქვა და პატარებს გააცნო ამ დიდებული მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება. წაუკითხა ადაპტირებული ,,გაიცანით პეპი“ და ,,პეპი ფუსუნას ეძებს“. საოცარი განწყობილებით დაემშვიდობნენ პატარები მათ საყვარელ ,,მეზღაპრეს“.
ამავე მიზეზით ეწვივნენ ბიბლიოთეკას მე-4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ლინდგრენის მეორე, არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები „სახურავის ბინადარი კარლსონი“ მოისმნეს.


«««