სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მწერალსა და მთარგმნელ ფრიდონ ქარდავასთან შეხვედრა და წიგნის "ძაფზე მოფარფატე სული" წარდგენა
მწერალსა და მთარგმნელ ფრიდონ ქარდავასთან შეხვედრა და წიგნის "ძაფზე მოფარფატე სული" წარდგენა

2015 წლის 27 მარტს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა მწერალ ფრიდონ ქარდავას (ქარდა ქარდუხის) რომანის - "ძაფზე მოფარფატე სული" (რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე) წარდგინება, რომელსაც ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ნატალია ჭყონია უძღვებოდა.

ღონისძიებაზე მოსულთა შორის იყვნენ ქარდა ქარდუხის მრავალფეროვანი და საინტერესო შემოქმედების მკითხველები, პროზაიკოსები, პოეტები, აჭარის ა.რ. ხელისუფლების, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

ავტორისა და მისი რომანის შესახებ ისაუბრეს ბიბლიოთეკის დირექტორმა გენო მახარაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, გიორგი მასალკინმა, ბადრი თევზაძემ, ევგენი თავდგირიძემ, ქეთევან გიორგაძე, ბელა ქებურიამ, ირინარქ აბულაძემ, გიორგი ირემაძემ და სხვებმა.

დასასრულ, ქარდა ქარდუხმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს. მწერალმა წაიკითხა ნაწყვეტები ახალგამოცემული რომანიდან, აგრეთვე ამერიკელი მწერლის ედგარ ლი  მასტერსის "სფუნ რივერის ათოლოგიის" ეპიტაფიების მისეული თარგმანები. ქარდა ქარდუხმა ღონისძიების წამყვანისა და დარბაზში მსხდომთა არაერთ კითხვას უპასუხა.

 

 

            

 


«««