ახალი წიგნების წარდგენა
2015 წლის 24 მარტს, 15 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა სკოლა ლიცეუმ "მასტერ კლასის" II კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა. წარდგენილი იყო თანამედროვე საბავშვო მწერლების - მარიამ წიკლაურის, მარი ბეზარაშვილის, ია ბერიაშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ირმა მალაციძის ახალი წიგნები. ბავშვებმა აგრეთვე წაიკითხეს მწერალ ნატო დავითაშვილის ზღაპარი "პატარა დინოზავრ დინდგელებზე".
.