პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
2014 წლის 09 დეკემბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკის ,,ამერიკული კუთხის’’ და ამერიკელი მოხალისეების ინიციატივით მოეწყო ძალადობის წინააღმდეგ აქცია. ბიბლიოთეკის "ამერიკული კუთხის" მოხალისე მოსწავლეებმა და აქსეს პროგრამის მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და ბუკლეტები. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან ერას მოედნამდე მსვლელობით გამოხატეს პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მოქალაქეებს დაურიგეს ბუკლეტები.