სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ვეფხისტყაოსნის" ფერთა სამყარო"
"ვეფხისტყაოსნის" ფერთა სამყარო"

2014 წლის 29 ოქტომბერს, 16 საათზე ბიბლიოეკაში გაიმართა "შეხვედრა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეებთან". ეს პროექტი საჯარო ბიბლიოთეკაში რამდენიმე წელია ხორციელდება. ღონისიებაში მონაწილე მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები ზეპირად კითხულობდნენ ნაწყვეტებს პოემიდან.

ქობულეთის №6 საჯარო სკოლს მასწავლებელმა ლამიკო რიონიძემ საზოგაოებას წარუდგინა მისივე ხელით გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი".

საზოგადოების წინაშე წარსდგა ბათუმის №2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ურუშაძე, რომლმაც ზეპირად იცის პოემის 1000 სტროფი.

ასევე, იყო ვიდეო-ჩართვა სტამბოლიდან, თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა ორჰან ბერიძემ თავის შვილთან ერთად წაიკითხა რამდენიმე ნაწყვეტი "ვეფხისტყაოსნიდან". ღონისძიებას უძღვებოდა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნე ქართულ და რუსულ ენებზე მანანა სულაბერიძე.

   

               

                      

 

 

«««