ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში გაიმართა საიუბილეო შეხვედრა ,,ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 122 წლისაა.“ დარბაზში იმყოფებოდნენ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ბატონი მერაბ ქიძინიძე, სამსახურის სპეციალისტი ბატონი თამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს ხელოვნების, მასმედიის. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფკავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე, ქალბატონი მანანა შარაშიძე, ბიბლიოთეკის თანამშრომლები. მეტად თბილი, ემოციური და შთამბეჭდავი შეხვედრა შედგა.