სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველოს ისტორიული ტერიტორიები-ტაო-კლარჯეთი
საქართველოს ისტორიული ტერიტორიები-ტაო-კლარჯეთი
2021 წლის 16 აპრილს საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ,,საქართველოს ისტორიული ტერიტორიები-ტაო-კლარჯეთი''.
 
,,მომავლის სკოლის'' მე-7 კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა ბსუ-ს პროფესორი, ქართველოლოგი, 
ბატონი მალხაზ ჩოხარაძე. მან ისაუბრა ისტორიული ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების, ქართული ტოპონიმიკისა და მუჰაჯირებთან შემორჩენილი ქართული ტრადიციების შესახებ. მალხაზ ჩოხარაძემ მსმენელს მუჰაჯირთა ავთენტური ქართული მეტყველების ამსახველი ვიდეო-მასალა წარუდგინა.
 
,,მომავლის სკოლის'' მოსწავლეებმა ვიდეო-მასალის თანხლებით მიმოიხილეს  ტაო-კლარჯეთის ისტორია.
 
მოეწყო საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში ტაო-კლარჯეთის შესახებ არსებული გამოცემების გამოფენა.

«««