სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საერთაშორისო დღე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებაში
წიგნის საერთაშორისო დღე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებაში
წიგნის საერთაშორისო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებას ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. 
 
მესამე კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. მწერლის ცნობილი ზღაპრიდან “ჯელსონმინო ცრუთა ქვეყანაში” რამდენიმე ეპიზოდი დიორამებისა და ხმოვანი ანიმაციის სახით წარმოადგინეს. 
 
ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი ზღაპრის გმირებთან ინტერვიუ აღმოჩნდა - მოსწავლეებმა რესპონდენტისა და ჟურნალისტების როლები გადაინაწილეს და დეტალურად იმსჯელეს პერსონაჟების უცნაურ ხასიათებსა და ქმედებებზე.
 
დღევანდელი შეხვედრის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, ტექსტის გაგება- გააზრება, ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და მოსწავლეების ბიბლიოთეკასთან დაახლოებაა. 
 
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სიმბოლურად, წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ერთმანეთს საჩუქრად წიგნები გადასცეს, ბიბლიოთეკის ფონდები დაათავლიერეს  და  მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

«««