სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


14 აპრილი - ქართული ენის დღე
14 აპრილი - ქართული ენის დღე
დღეს14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა.  
 
ქართული ენის დღის აღნიშვნა 1990 წლიდან ხდება. ამ მოვლენის წინაპირობა იყო 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში გამართული საპროტესტო დემონსტრაცია, რომელიც გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების მიერ, ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის მცდელობამ. 
 
ამ განზრახვის  სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები. პარალელურად დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა, სადაც აქცის  მონაწილეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდნენ.
 
საბედნიეროდ ამ აქციებმა უკვალოდ არ ჩაიარა, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში  კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.  მშობლიურ ენას  სახელმწიფო ენის სტატუსი არ ჩამოერთვა.
ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
 
   
 
   
 

«««