გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია
2019 წლის 22 ნოემბერს 18:00 საათზე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ წარმოადგინა პოეტის, პროზაიკოსის, კინოსცენარისტის, ესეისტის, ლექტორის, ტელეწამყვანის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია თემაზე „თავისუფლება და ადამიანი“. ლექციას ესწრებოდა სხვადსხვა ასაკობრივი კატეგორიის თემით დაინტერესებული საზოგადოება. ბატონმა გიორგი კეკელიძემ საინტერესო და შემეცნებითი ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გააგრძელა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა დიდ მადლობას უხდის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და ბათუმის საზოგადოებისათვის ნოემბრის თვეში ორი, მნიშვნელოვანი საჯარო ლექციის ფინანსური მხარდაჭერისათვის.