“მოდით, ნახეთ დღეს მე ბიბლიოთეკარი ვარ”.
30 აპრილი ბიბლიოთეკარების საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში “საბიბლიოთეკო კვირეული -2019” გაიხსნა.
ღონისძიებების პირველი დღე სახელწოდებით - “მოდით, ნახეთ დღეს მე ბიბლიოთეკარი ვარ” გაიმართა. მასში მონაწილეობა ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის VII და X კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.